რატომ გაითიშა “რუსთავი-2” – სამაუწყებლო კომპანია „სტერეო+“ განცხადებას ავრცელებს

სამაუწყებლო კომპანია „სტერეო+“ სატელევიზიო არხების გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც „კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, სატელევიზიო არხები „სტერეო+“ – ის სათაო სადგურის ძირითადი სერვერის ავარიული ტექნიკური გათიშვას მოჰყვა. „კვირა“ კომპანია „სტერეო +“ -ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„2015 წლის 27 ოქტომბერს, 20:22 წუთზე 2014 წლის 25 დეკემბრის შემდეგ პირველად, მოხდა სტერეო+ ის სათაო სადგურის ძირითადი სერვერის ავარიული ტექნიკური გათიშვა, რომლის ფუნქციონირებაც თავის თავზე აიღო სარეზერვო სერვერმა. მომხდარი ტექნიკური შეფერხების გამო, მოხდა სატელევიზიო არხების გათიშვა, გადატვირთვის დრომ შეადგინა 76 წამი, რის შემდგომაც სისტემის ფუნქციონირება აღდგა. ამ მოვლენამ გამოიწვია სხვადასხვა ტიპის მიმღებ მოწყობილობებში განსხვავებული ეფექტი დროის სხვადასხვა ხანგრძლივობით. ეს იყო წმინდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი. მსგავსი მოვლენის შემთხვევაში ეფექტის დროის შესამცირებლად სასურველია მიმღები მოწყობილობის ოპერატიული გადატვირთვა. კომპანია წუხს მაყურებლისთვის შექმნილი დისკომფორტისთვის“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა გამოშვების დასასრულს აღნიშნა, რომ „სტერეო+ „ -ის ტექნიკური პრობლემის გამო გაითიშა „რუსთავი 2“. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „სტრეო+“-ს ტექნიკური პრობლემის გამო, სხვა სატელევიზიო არხებიც გაითიშა.
„დაახლოებით 2 საათის წინ ციფრული მაუწყებლობა გაითიშა სტერეო + ქსელში. მოგვიანებით მაუწყებლობა აღსდგა, თუმცა არასრულფასოვნად კერძოდ დაიკარგა არხები, მათ შორის „რუსთავი 2 „ -იც, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ ახერხებთ ქართული ტელევიზიების სიგნალის მიღებას , საჭიროა მიმღების ხელახალა აწყობა ანუ არხების თავიდან დაჭერა“, – აღნიშნა „კურიერის“ წამყვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები