ქართველმა დიზაინერებმა კოლექციები რუსეთში, მოდის კვირეულზე წარადგინეს

შვიდი ცნობილი ქართველი დიზაინერი Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს 31-ე მოდის კვირეულზე წარდგა. კრიტიკოსებმა გოგა ნიქაბაძის, ბესარიონის, დიანა ქვარიანის, რია ქებურიას, ეკა ბალანჩივაძის, თაკო მექვაბიძისა და ბრენდ KETIone-ის ნამუშევრები ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ და ლამაზ კოლექციად შეაფასეს.
Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს დებიუტანტი გახლდათ მომღერალი ქეთა თოფურია. საკუთარი კოლექცია ასევე წარადგინეს: დიზაინერმა აკა ნანიტაშვილმაც, რომლის კოლექციაც ქალაქების არქიტექტურისა და გეომეტრიის გავლენით შეიქმნა და თაკო მექვაბიძემ, რომლის კოლექციის, „ჩადრიანი ქალის“ მუზად მუსლიმური სამყარო იქცა.
დიანა ქვარიანის ბრენდმა მოდის კვირეულზე ბაფთიანი ბლუზებისა და შარვლების კოსტიუმები წარადგინა, ხოლო ეკა ბალანჩივაძემ, რომელიც ინტერიერების დიზაინითაა დაკავებული – ფრინველების ფრთებითა და ლითონის სამაგრებით შემკობილი სამოსი. ღონისძიების სტუმრებმა მოსკოვის „მანეჟში“ 2016 წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონის ახალი კოლექციები იხილეს, რომლებიც 70-ზე მეტმა დიზაინერმა წარმოადგინა რუსეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, აშშ–დან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები