„ბანკებისა და ფინანსების“ მკითხველთა აზრით, საუკეთესო ინტერნეტბანკი „თი-ბი-სი ბანკს“ აქვს

გაზეთ „ბანკებისა და ფინანსების“ მკითხველთა აზრით, საბანკო სისტემაში საუკეთესო ინტერნეტბანკი ,,თი-ბი-სი ბანკს“ აქვს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში, გამოცემის ვებგვერდ www.bfm.ge -ზე მიმდინარეობდა.
გამოკითხულთა 42%-ის აზრით, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებს შორის საუკეთესო ინტერნეტბანკი „თი-ბი-სი ბანკს“ აქვს. გამოკითხვაში მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკი“ გავიდა, რომლის ინტერნეტბანკიც საუკეთესოდ გამოკითხულთა 30%-მა შეაფასა.
გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო ბაზარზე არსებული 15 ბანკი, რომელთაც დანერგილი აქვთ ინტერნეტბანკინგი. საუკეთესო ინტერნეტბანკის მქონე ბანკების სამეულში მოხვდა ,,პროკრედიტ ბანკი“ – 9%.
www.bfm.ge -ის ვერსიაში, საუკეთესო ინტერნეტბანკის მქონე ბანკთა შორის, სხვა პოზიციები ასე განაწილდა: % ,,ლიბერთი ბანკი“ 5%, ,,ვი-თი-ბი ბანკი – ჯორჯია“ 3%, ,,კორსტანდარტ ბანკი“ 2%, ,,ქართუ ბანკი“ 1%, ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“ 1%, ,,ბაზისბანკი“ 1%, ,,კაპიტალბანკი“ 1%, ,,პაშა ბანკი – საქართველო“ 1%, ,,პროგრესბანკი“ 1%, ,,რესპუბლიკა ბანკი“ 1%, ,,სილკროუდ ბანკი“ 1%, ,, ჰალიკ ბანკი – საქართველო“ 1%

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები