სამტრედიასა და ზესტაფონში განახლებული სერვისცენტრები გაიხსნა

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამტრედიასა და ზესტაფონში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული სერვისცენტრების გახსნას დაესწრო. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული სერვისცენტრები „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ფუნქციონირებს, რაც ხელს უწყობს გადასახადის გადამხდელთა ხარიასხიან, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას. შემოსავლების სამსახურმა მოქმედი სერვისცენტრები, გადასახადის გადამხდელთა სამეწარმეო საქმიანობის გაუმჯობესების, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გამარტივებისა და, ასევე, მაქსიმალურად ინფორმაციული და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, განაახლა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები