სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში 4 პროექტია წარმოდგენილი

ეროვნული კინოცენტრის მიერ 2015- 2016 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილია 4 პროექტი.
1. „ხიბულა” (პროდიუსერი – შპს „ალამდარი” დირექტორი – გიორგი ოვაშვილი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი).
2. „მძევლები” (პროდიუსერი – შპს „20 STEPS PRODUCTIONS” დირექტორი – ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი – რევაზ გიგინეიშვილი).
3. „43- ორმოცდასამი” (პროდიუსერი – შპს „სინეტექი” დირექტორი – ზურაბ მაღალაშვილი, რეჟისორი – დიმიტრი ცინცაძე). 4. „მისი გული” (პროდიუსერი – შპს „სტრომბოლი”, დირექტორი – ზაქარია ზალიკაშვილი, რეჟისორი – ახტიომ სეიტაბლაევი).
პროექტები გადაეცა საექსპერტო კომისიას.
კონკურსის პირველი ტური ჩატარდება 2015 წლის 28 ოქტომბერს. საექსპერტო კომისიის წევრები არიან: რეჟისორი ლევან კიტია, რეჟისორი ქეთევან მაჭავარიანი, სცენარისტი ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური, მხატვარი თეა თელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები