შს მინისტრის მოადგილე ტრენინგის გახსნას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან, ნიკოლას ბერლინერთან ერთად სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამის – „ქალთა ლიდერობის განვითარება“ – გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროდან აცნობეს, პროგრამაში, რომელიც 26-30 ოქტომბერს ჩატარდება, სხვადასხვა რეგიონიდან შს სამინისტროს რამდენიმე დანაყოფის 15 ქალი პოლიციელი მონაწილეობს. კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთათვის გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციის, სწავლებისა და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები