„მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში სოფელ დიცს მიხეილ გიორგაძე და პაატა ზაქარეიშვილი ეწვევიან

სოფელ დიცში 27 ოქტომბერს, 14:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს ეწვევიან და ქართველ მწერლებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.
პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში, ქართველი მწერლები – ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურაბ ქარუმიძე და სალომე ბენიძე, დიცში ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ ნაწარმოებებს გააცნობენ.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხება ლიტერატურული პროცესების განვითარების მნიშვნელობას და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, კულტურული დიალოგის გაღრმავების დადებით გავლენას; ინტერაქციის რეჟიმში მწერლები გამართავენ დიალოგს ადგილობრივ მკითხველებთან; შეხვედრა დიცის საჯარო სკოლაში გაიმართება. პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები