ფესტივალი „საჩუქარი“ გრძელდება

საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში 27-28 ოქტომბერს საშა ვალცი და სტუმრები “დღიური I – რვას აკლია ოცი წუთი” სპექტაკლს წარმოგვიდგენენ.
„ლეგენდარული პინა ბაუშის შემდეგ ყველაფერი სადღაც გაქრა, ახალი სახელები კი მისმა აჩრდილმა დაფარა”, – წერს „ფრანკფურტერ ალგემაინეს” მიმომხილველი. მისი სიკვდილის შემდეგ დაცარიელებული ტახტის „კანონიერ მემკვიდრედ” სწორედ საშა ვალცს მიიჩნევენ, რომელიც გვაბრუნებს ექსპრესიონისტული ცეკვის ტრადიციებთან.
ხუთი ადამიანი ერთმანეთს სწორედ ამ ადგილას ხვდება. სამზარეულო შეიძლება მათი ცხოვრების სარკეა, სადაც ჩვენი ცხოვრებისეული რიტუალები, ჩვევები, ქცევის ნორმებიც და მანერებიც ფიქსირდება და მათი უარყოფითი მხარეც აისახება. სწორედ მათ ანარეკლში იქსოვება ურთიერთობა გმირებს შორის. ხშირად ნერვული და მარტოხელა, აჩემებული საქციელით დატყვევებულები ისინი ვერ პოულობენ გამოსავალს და სოციალური სტრუქტურის ნამდვილ პატიმრებს ემსგავსებიან. სპექტაკლი 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები