თბილისის მე-18 ჯაზფესტივალი გრძელდება – ჯეფ ბალარდის და მისი ტრიოს კონცერტი თბილისის „ივენთ ჰოლში“
დღეს, 20:00 საათზე, თბილისის „ივენთ ჰოლში“ ქართველი მელომანების წინაშე საკონცერტო პროგრამით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო წარდგება. მეთვრამეტე ჯაზფესტივალი 23 ოქტომბერს კანადელი მომღერლისა და პიანისტის დაიანა კროლის კონცერტით გაიხსნა. მომდევნო საკონცერტო დღეს მსმენელის წინაშე ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი წარდგა. თბილისის საკონცერტო დარბაზში 6-დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეები ასევე არიან: ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში იწყებს და ჯაზფესტივალს კონცერტით ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი Fourplay დაასრულებს.