ბორის კაზინეცის 85 წლის იუბილე დღეს გრიბოედოვის თეატრში აღინიშნება
აშშ-ში მცხოვრები საქართველოს სახალხო არტისტის ბორის კაზინეცის 85 წლის იუბილე აღინიშნება. სპექტაკლი „წარსულის ეტლში, მსახიობის მონოლოგი“, თეატრის მცირე დარბაზში 19:00 საათზე გაიმართება. ასევე მოეწყობა წიგნის პრეზენტაცია, სახელწოდებით – „ბორის კაზინეცის მარადისობის კანონი“. დღევანდელი საღამო გრიბოედოვის თეატრის 170 წლისთავის ფარგლებში იმართება. საიუბილეო ღონისძიებები ოთხ დღეს გასტანს.