ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ ეკა კვესიტაძეს პროკურატურაში უჩივლა

ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის მიმართ სარჩელი პროკურატურაში აღძრა. საქმე ეხება გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” ანონსს, სადაც ჩანს, როგორ წერს ნინო ჯღარკავა ლადო ბედუკაძეს სკანდალური ციხის კადრების შესახებ. აღნიშული მიმოწერის მიხედვით, საუბარი ფინანსურ ანგარიშსწორებას ეხება.
როგორც ჯღარკავამ “კვირას” განუცხადა, მიმოწერა არის გაყალბებული და ის გადაცემის ეთერში გაშვებას არ დაუშვებს.
“გადაცემაში ჩემი დისკრედიტაცია ხდება”, – აცხადებს ჯღარკავა “კვირასთან” საუბრისას.
მისივე ცნობით, ხვალ იგი, თავის ორ კოლეგასთან ერთად “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ისაუბრებს აღნიშნულ გაყალბებულ ფაქტსა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ მისი დისკრედიტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
„ხვალ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “ობიექტივის” ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესა და ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუასთან ერთად, გავმართავ პრესკონფერენციას”, – განუცხადა “კვირას” ნინო ჯღარკავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები