ნოდარ ხადური ISET -ის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონიალს დაესწრო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET -ის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონიალს დაესწრო.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური სამაგისტრო პროგრამა აქვს. მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდა მათ შორის, ჩემი სტუდენტია. წელს მათ წარმატებით დაასრულეს კურსი და იმედი მაქვს, მომავალში ისინი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალას არ დაიშურებენ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მაგისტრის წოდება წელს 35-მა სტუდენტმა მიიღო.