“პირველივე არეულობის მოწყობის მცდელობას, სახელმწიფოს მხრიდან დროული და მკაცრი რეაგირება მოჰყვება”

პირველივე არეულობის მოწყობის მცდელობას, სახელმწიფოს მხრიდან დროული და მკაცრი რეაგირება მოჰყვება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე თამაზაშვილი წერს.
“კვირა” მმართველი გუნდის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ:
“2012 წელს ბატონმა ბიძინამ საჯაროდ განაცხადა, რომ “ჩვენ არ მოვექცევით “ნაციონალურ მოძრაობას” ისე, როგორც ისინი იმსახურებენ… ” ნამდვილად სწორი და სახელმწიფოებრივი პოზიცია დაფიქსირდა მაშინ… 2012 წელს ჩვენმა კოალიციამ და მხარდამჭერებმა შევძელით და ვაჯობეთ ჩვენს თავს, რაც გამოიხატა იმაში, რომ ის დაგროვილი პირადი ზიზღი თუ სიძულვილი დამნაშავეთა მოძრაობის მიმართ დავძლიეთ. მე, პირადად, მზად ვიყავი ერთ დღესაც, მეგებებინა პასუხი ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, დედაჩემის, ჩემი დების თითოეული ცრემლი ჩემს გადაწყვეტილებას უფრო და უფრო ამყარებდა… ყოველი დილა ამ აზრით თენდებოდა… უბედურება იყო ის, რომ უკანონოდ “დასჯილი” ოჯახი 100000-ობით იყო მათ თითოეულ წევრს ზუსტად ის ემოციები და შურისძიების სურვილი კლავდა, რაც მე… ჩვენ – ყველამ უარი ვთქვით მორიგ სისხლისღვრაზე ქვეყანაში და დამნაშავეების სამართლებრივ დასჯას ველოდებით. ექს- “მთავარ-სარდლის” და მისი მონების გასაგონად ვაცხადებ, რომ ჩვენი ზიზღი თქვენი დანაშაულებისადმი და შურისძიების წყურვილი არსად არ გამქრალა! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უარი თქვა ქვეყანაში სისხლისღვრაზე და ეს ნაბიჯი ჩვენს “სისუსტედ” და”უუნარობად” ჩათვალეთ! პირველივე არეულობის მოწყობის მცდელობას მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან დროული და მკაცრი რეაგირება, რაც თქვენი დამნაშავეთა მოძრაობის დასასრულის დასასრული იქნება”! – წერს თამაზაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები