ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ დასკვნითი კონცერტი დღეს გაიმართება

დღეს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი; სოლისტები – ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი; დირიჟორი – ვახტანგ კახიძე. კონცერტზე შესრულდება ცნობილი ქართველო კომპოზიტორის სულხან ცინცაძის მუსიკა კინოფილმებისთვის.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 20 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. რიგით 23-ე ფესტივალის პროგრამა 9 საკონცერტო საღამოს მოიცავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები