ტვიტერის ხელმძღვანელმა საკუთარ თანაშრომლებს 200 მილიონი დოლარის აქციები აჩუქა
ტვიტერის ხელმძღვანელმა ჯეკ დორსიმ კომპანიის აქციების 1% თავის თანაშრომლებს აჩუქა. ამას დორსიმ „კადრებში განხორციელებული ინვესტიცია“ უწოდა. ამ საჩუქრის შემდეგ ჯეკ დორსი ტვიტერის სიდიდით მეშვიდე აქციონერი იქნება, რომელიც კომპანიის აქციების 2,23%-ს ფლობს.
„მე მირჩევნია მნიშვნელოვანი რამის მცირე ნაწილს ვფლობდე, ვიდრე უმნიშვნელო რამის დიდ ნაწილს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ჩვენ ტვიტერს დიდ კომპანიად გადავაქცევთ. ასე მე ინვესტიციას ვახორციელებ საკუთარ თანამშრომლებში“, – დაწერა დორსიმ.
ამჟამად კომპანია ტვიტერის კაპიტალიზაცია 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 938 მილიონი დოლარი შეადგინა.