კულტურის სამინისტროს სამი წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს
ამ წუთებში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ (III პავილიონი) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უწყების სამი წლის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელები, ხელოვანები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.