მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი „როგორც გენებოთ“ ვილნიუსში დაიდგა
25 ოქტომბერს, 19:00 საათზე ვილნიუსში, რუსული დრამატული თეატრის სცენაზე მარჯანიშვილის თეატრი უილიამ შექსპირის სპექტაკლს „როგორც გენებოთ“ (რეჟისორი ლევან წულაძე) წარმოადგენს. სპექტაკლის პრემიერა 2012 წელს შექსპირის თეატრ „გლობუსში“, ლონდონში შედგა და მალევე მოიპოვა მსოფლიოს აღიარება.