თბილისის ჯაზფესტივალი იწყება

დღეს, თბილისის რიგით მე-18 ჯაზფესტივალი იხსნება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 23-29 ოქტომბერს, თბილისის მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ეწვევიან. წლევანდელ ჯაზფესტივალს 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში ცნობილი კანადელი მომღერალი და პიანისტი დაიანა კროლი გახსნის. დაიანა კროლის კონცერტის შემდეგ, ქართველი მსმენელების განახლებულ პროგრამას ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი შესთავაზებს. მეთვრამეტე ჯაზფესტივალის ექვსდღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეები ასევე არიან: მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო, ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში იწყებს და ჯაზფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი Fourplay.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები