ასტრონომებმა „სიკვდილის ვარსკვლავის“ მიერ პლანეტის განადგურება იხილეს

ამერიკელმა ასტრონომებმა ვარსკვლავის მიერ დიდი პლანეტის განადგურება დააფიქსირეს. ამის შესახებ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ მასალაში წერია. ეს კატასტროფა მეცნიერებმა ტელესკოპ „კეპლერის“ მეშვეობით იხილეს.
მეცნიერების თქმით, პლანეტა „თეთრი ჯუჯის“ გარშემო, „სიკვდილის სპირალზე“ მოძრაობს და ამ დროს ნაწილებად იმსხვრევა. „ჩვენ ვიხილეთ პროცესი, რომელიც ჯერ არავის უნახავს – როგორ ნადგურდება მთელი მზის სისტემა“, – აცხადებს ასტრონომი ენდრიუ ვანდერბერგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები