მიხეილ გიორგაძემ აშშ-ს ელჩს უმასპინძლა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელისა და საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსს კორტნი ოსტრიანს უმასპინძლეს.
მინისტრმა ახლად დანიშნულ დიპლომატს სამინისტროსა და საელჩოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები გააცნო. შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. იან კელის თქმით, ამერიკის საელჩო კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციას აუცილებლად განაგრძობს და არაერთ წარმატებულ და მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები