დენის ლიჰაინის „წყეულთა კუნძული“ ქართველი მკითხველისთვის – წიგნის წარდგინება გაიმართება

22 ოქტომბერს, გამომცემლობა „დიოგენე“ „ბიბლუსის გალერეაში“ დენის ლიჰაინის წიგნის ,,წყეულთა კუნძულის” პრეზენტაციას გამართავს.
„წყეულთა კუნძული“ ფსიქოლოგიური ტრილერია. სიუჟეტის განვითარებისას თანდათან იშლება და ერთმანეთში გადადის სინამდვილის, სიზმრის, სიგიჟის, შიშის საზღვრები და მკითხველი, მთავარ გმირთან ერთად, თითქმის ვეღარ ხვდება, სად სიმართლეა და სად – გამონაგონი… რომანის მიხედვით 2010 წელს მარტინ სკორსეზემ გადაიღო ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები