ოპერისა და ბალეტის თეატრი 164-ე სეზონის გახსნისთვის ემზადება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 164-ე სეზონს გალაკონცერტებით ხსნის. მორიგი გალაკონცერტი 24 ოქტომბერს გაიმართება. საღამოს კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს. გალაკონცერტში მონაწილეობას თეატრის ახალგაზრდა სოლისტები და სტაჟიორი მომღერლები მიიღებენ. პროგრამაშია არიები და სცენები ზაქარია ფალიაშვილის, ჯაკომო პუჩინის, ჯუზეპე ვერდის, ჟორჟ ბიზეს, კამილ სენ-სანსის, უმბერტო ჯორდანოს ოპერებიდან.
24 ოქტომბერს გალაკონცერტს პაპუნა ღვაბერიძე უდირიჟორებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები