გამოფენა: „სხეულის ობიექტები – ხელოვნების ეკოლოგია“ გაიხსნება
დღეს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა: „სხეულის ობიექტები – ხელოვნების ეკოლოგია“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა ნამუშევრები, რომელთა მონაწილეობითაც განხორციელდა კონცეპტუალური ციკლი: ,,სხეულის ობიექტები – ხელოვნების ეკოლოგია’’. გამოფენის მონაწილეებმა შექმნეს ადამიანის სხეულის სიურრეალისტური ობიექტები ისეთი სტანდარტული მასალებისაგან, როგორიცაა თაბაშირი, ფირი, მავთული. პროექტი მიზნად ისახავს, დამთვალიერებელს გააცნოს ახალი თაობის დიზაინერთა არაორდინალური ფორმისეული ინტერპრეტაცია. გამოფენა 2015 წლის 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.