„CineDoc-Tbilisi“-2015 იწყება
დღეიდან „CineDoc-Tbilisi“-2015 იწყება. დოკუმენტური ფილმების ფესტივალი საქართველოში მესამედ იმართება. ჩვენებები კინოთეტრებში: “ამირანი”, “რუსთაველი” და “ფრონტლაინ კლუბ ჯორჯიაში” შედგება. კინოფესტივალის მუდმივ საკონკურსო სექციებს წელს ახალი სექცია – სტუმარი ქვეყანა დაემატა, რომლის პირველი მონაწილეც ისრაელი იქნება. ფესტივალზე დასასწრებად თბილისს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი რეჟისორები ეწვევიან.