კულტურის სამინისტროში პოლონურ-ქართული სემინარი ტარდება

დღეს, კულტურის სამინისტროში მიმდინარეობს პოლონურ-ქართული სემინარი, კულტურის სფეროს ინსტიტუტების სტრუქტურის, მენეჯმენტისა და ფინანსირების შესახებ.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 20-21 ოქტომბერს, თბილისს პოლონეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობენ და ქართველ კოლეგებს კულტურის სფეროში საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
სემინარებს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების (სსიპ-ების) წარმომადგენლები ესწრებიან. 2 დღის განმავლობაში, პოლონეთის დელეგაციის წევრები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ. დელეგაციას პოლონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე მონიკა სმოლენი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები