საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი: CinéDOC-Tbilisi იწყება
20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის: CinéDOC-Tbilisi-ის შესახებ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 21-25 ოქტომბერს CinéDOC-Tbilisi – 2015 ჩატარდება.
საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს (კინოთეატრები – „ამირანი“, „რუსთაველი“ და Frontline Club Georgia.)
ფესტივალის მუდმივი საკონკურსო სექციებია: საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა, FocusCaucasus-ი და CinéDOC-Young (სექცია განკუთვნილი ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის). წელს, ორგანიზატორები მაყურებელს ახალ სექციას – „სტუმარი ქვეყანა“ წარუდგენენ. აღნიშნული სექციის პირველი სტუმარი ისრაელია.
ფესტივალზე დასასწრებად, თბილისს ცნობილი რეჟისორები ეწვევიან ევროპიდან, აშშ-დან, კავკასიის რეგიონიდან და ისრაელიდან (სტუმარი ქვეყანა). დაგეგმილია მასტერკლასები, რომელსაც მოწვეული სტუმრები – უცხოელი რეჟისორები, პროდიუსერები და გაყიდვების მენეჯერები გამართავენ; ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური სექცია მოზარდებისთვის: CinéDOCYoung, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა დოკუმენტური ფილმების ჩვენება სპეციალურად ახალგაზრდა აუდიტორიისთვის.
CinéDOC-Tbilisi 2015-ის ფარგლებში, გაიმართება ორი უორკშოპი: ქალი რეჟისორებისთვის კავკასიის რეგიონიდან და Pitching-ფორუმი, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები საკუთარ პროექტებს საერთაშორისო სტუმრებს წარუდგენენ.
წლევანდელ კინოფესტივალს რამდენიმე მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავს:
„ოსკარზე“ ნომინირებული რეჟისორი, ქრისტიან ფრეი (შვეიცარია) წარმოგვიდგენს თავის ფილმს: „უძინარი ნიუ – იორკში“, საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში; შვეიცარიელი რეჟისორი, ნიკოლა ბელუჩი წარმოგვიდგენს თავის ფართოდ აღიარებულ ფილმს „გროზნოს ბლუზი“, სექციაში −FocusCaucasus; ლატვიელი პროდიუსერი, ულდისცეკულისი წარმოგვიდგენს ქართულ-ლატვიურ კო-პროდუქციას „ორმაგად უცხონი“, სამცხე-ჯავახეთის თემაზე მიძღვნილი ფილმების სერიიდან; სექციაში „ქალები კადრში“, წარმოგიდგენთ SundanceDirectingAward-ის გამარჯვებულ ფილმს, „სიზმართმჭერი“, რეჟისორი: კიმ ლონგინოტო.