თეატრალური პრემია „დურუჯი-2015“-ის ლაურეატები გამოვლინდებიან

24 ოქტომბერს, 19:00 საათზე თეატრალური პრემია „დურუჯის – 2015“-ის წლის ლაურეატების ვინაობა „თბილისი ივენთ ჰოლში“ გამოვლინდება. საქველმოქმედო ფონდ „ცისკარის“ მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ უკვე მეშვიდედ გაიცემა. წელს საბუთების წარდგენის ვადა 8 მაისს ამოიწურა. სულ შეტანილ იქნა 38 განაცხადი.
პრემიის ლაურეატების გამოსავლენად საბოლოო ფარული კენჭისყრა ჟიურის წევრებს შორის დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდება. „დურუჯი 2015“ გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი – გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10 000 ლარის ოდენობით მომავალ, 2015- 2016 წლების სეზონზე სპექტაკლის დასადგმელად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები