თბილისის მეტროში ელექტრონული ბიბლიოთეკა გაიხსნა

თბილისის მეტროპოლიტენში ელექტრონული წიგნების სახლ “საბასა” და თბილისის მერიის სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდის” ერთობლივი ინოვაციური პროექტის უფასო QRელ.ბიბლიოთეკა გაიხსნა. აღნიშნული სოციალური პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსახლეობაში კითხვის ჩვევის პოპულარიზაცია. პროქტის ფარგლებში თბილისის მეტროს რამდენიმე სადგურში QR კოდების გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა ელექტრონული წიგნის უფასოდ ჩამოტვირთვა და სპეციალური უფასო აპლიკაცია SABA Reader-ის საშუალებით ნებისმიერ დროსა და ადგილას წაკითხვა. პროექტის შემდეგ ეტაპზე მსგავსი ელექტრონული ბიბლიოთეკების მოწყობა სწრაფი კვების ობიექტებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები