თბილისში შვეიცარიული ბენდის კონცერტი გაიმართება
22 ოქტომბერს, თბილისში იტალიური ენის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ორგანიზებით, შვეიცარიული ბენდ Scala Nobile-ის კონცერტი გაიმართება. 19-24 ოქტომბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იტალიური ენის საერთაშორისო კვირეული ტარდება, რომელიც იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. Scala Nobile-ს ხელმძღვანელობს სანდრო შნებელი, რომლის კომპოზიციებიც ვარირებს ჯაზს, ტანგოსა და აღმოსავლურ მუსიკას შორის.