დავით ბაქრაძე წამების კადრებზე: ეს იყო სირცხვილი, რომელიც ბოლომდე გაგვყვება

ე.წ. წამების კადრები არის ჩვენი პარტიის სირცხვილი და დაღი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, უკრაინული საიტის მიერ გავრცელებულ წამებისა და გაუპატიურების კადრებს.
ბაქრაძეს მიაჩნია, რომ ყველა ადამიანი, რომელიც აღნიშნულ კადრებს უკვეთავდა, ვინც იღებდა და ვინც მონაწილეობდა ამ კადრებში, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
„რაც შეეხება კადრებს, ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს იყო ის სირცხვილი და დაღი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ბოლომდე გაჰყვება, იმის გამო, რომ ასეთი ადამიანები მუშაობდნენ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში და, რა თქმა უნდა, ყველა, ვინც მონაწილეობდა, ვინც უკვეთავდა, ვინც იღებდა კადრებს, ყველა ეს ადამიანი  კანონის სიმკაცრით  უნდა დაისაჯოს. მე არ გავურბივარ არც იმის თქმას, კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ის ძალიან მტკივნეული მონაკვეთი, ეტაპი წარსულისა, რომელიც დიდხანს გაგვყვება, როგორც ტკივილი, როგორც პოლიტიკურ პარტიას და ყოფილი ხელისუფლებას, მაგრამ მეორე პრობლემა არის ის, რაც დღეს ხდება. დღევანდელ ხელისუფლებაში საკმარისი რაოდენობით არიან ავადმყოფი ადამიანები, რომლებიც ამ სადისტების დაჭერის ნაცვლად, გამოდიან და ქუჩაში, საჯაროდ ახდენენ ასეთი კადრების დემონსტრირებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები