“ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობის ლიდერის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა დაასახელა
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის ლიდერის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა დაასახელა.
თავდაპირველად ზვიად კვაჭანტირაძის საკითხი პოლიტსაბჭომ განიხილა და ამის შემდეგ აღნიშნული საკითხი ფრაქციის სხდომაზე გაიტანეს. როგორც დეპუტატები აცხადებენ, პოლიტსაბჭომ და ფრაქციამ ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. პროცედურების მიხედვით აუცილებელია, რომ ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა უმრავლესობამ განიხილოს. უმრავლესობის სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას იქნება თუ არა ზვიად კვაჭანტირაძე უმრავლესობის ლიდერი.
„პოლიტსაბჭომ განიხილა კანდიდატურა და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ წარადგინონ ფრაქციის წინაშე შესათანხმებლად. შემდეგ შედგა პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის სხდომა, რომელმაც ერთსულოვნად დამიჭირა მხარი, რომ წარდგენილი ვიყო უმრავლესობის ლიდერის პოზიციის დასაკავებლად. ახლა დარჩენილია საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. პირველივე შეხვედრაზე საკითხი საბოლოოდ გადაწყდება“,- განაცხადა კვაჭანტირაძემ.