ვანო აბულაძე „თეთრი ციებ-ცხელებით“

მხატვარი ვანო აბულაძე 21 ოქტომბერს, 19:00 საათზე „თი-ბი-სი გალერეაში“ პოპარტ „თეთრ ციებ-ცხელებას“ გამართავს. ექსპოზიცია პრინციპულად განსხვავდება ვანო აბულაძის მიერ წინა წლების გამოფენებისგან…
„თეთრი ციებ-ცხელება“ – გამოფენა-აქციაა, სადაც მხატვარი პირველად წარმოადგენს 3 ობიექტსა და ასამბლაჟის ტექნიკით შესრულებულ 25-ზე მეტ ნამუშევარს. ვანო აბულაძე აგრძელებს თემატურ ხაზს და გვთავაზობს ანიმალისტურ და ანთროპოლოგიურ თემებზე გათამაშებულ, გროტესკით გაჯერებულ კომპოზიციებს. გამოფენა 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები