თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი – დასკვნითი კონცერტი

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 18 ოქტომბერს დასრულდა. დასკვნით კონცერტზე ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ვირსალაძემ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მორის რაველისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ნაწარმოებები შეასრულა, რომელსაც არიელ ცუკერმანი დირიჟორობდა. ფესტივალი მეოცე საუკუნის უდიდესი პიანისტის – სვიატოსლავ რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა 7 კონცერტი, გაიმართა საოპერო და საფორტეპიანო მუსიკის საღამოები. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა, რომელიც მოიცავდა როგორც მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრებს, ასევე, ქართულ პროფესიულ მუსიკას.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. კონცერტების პარალელურად, გაიმართა მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისა და პედაგოგებისათვის ფორტეპიანოსა და ვიოლინოს სპეციალობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები