პეტრე ბობღიაშვილის პერსონალური გამოფენა „ბაიაში“ გაიხსნება
ხვალ, 18 საათზე ხელოვან პეტრე ბობღიაშვილის პერსონალური გამოფენა, გალერეა „ბაიაში“ გაიხსნება. 23- წლიანი პაუზის შემდეგ მხატვარი 13 ნამუშევარს გამოფენს.
პეტრე ბობღიაშვილი გერმანიაში ცხოვრობს და საქართველოში, საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს მისი ნახატების ხილვა 1992 წლის შემდეგ აღარ ჰქონია. 2000 – 20015 წლებში ბობღიაშვილის ნამუშევრები სხვადასხვა გალერეაში: ბერლინში , ლუბეკში, ჰამბურგში, როტენდამში, არნჰეიმში, დუსელდორფის Impulse International-ში, ოსნაბრუკის Hansä Art-ში იფინება. საქართველოში პერსონალური გამოფენა 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.