წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი V საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
დღეს, 16:00 საათზე, კონფერენციის I სესია ჩატარდება კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც სხდომის თავმჯდომარე იქნება ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ხოლო კონფერენციის სხვა მომხსენებლებთან ერთად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი ეთერ ქავთარაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „მასალები წმინდა მაქსიმე აღმსარებლის კვლევის ისტორიისათვის“.
საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო-საღვთისმეტყველო ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მონაწილეობენ. მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო კონფერენცია 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.