თეატრალური უნივერსიტეტის კინოდარბაზში საერთაშორისო კინოფესტივალი “წმინდა ანდრიას ჯვარი” საზეიმოდ გაიხსნება

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-დარბაზში საერთაშორისო კინოფესტივალის – “წმინდა ანდრიას ჯვარი” საზეიმო გახსნის ღონისძიება გაიმართება.
საიუბილეო წელს ფესტივალი 18-22ოქტომბერს თეატრალურ უნივერსიტეტში გაიმართება და 18 ოქტომბერს 18:00 საათზე დაიწყება.
საღამოზე პაატა ბურჭულაძე და ელდარ შენგელაია მათ მიერ გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად ფესტივალის საპატიო “წმინდა ანდრიას ჯვრის” მედლით დაჯილდოვდებიან.
საზეიმო გახსნაზე ნაჩვენები იქნება ჟურნალისტისა და რეჟისორის, მარიამ ადამაშვილის ფილმი მღვდელმონაზონ იოსებ მოხევის შესახებ, რომელიც მე-19 საუკუნეში ოსებმა სარწმუნოების გამო აწამეს.
ფილმში ნაჩვენებია ბერის საფლავის გახსნის ექსკლუზიური ვიდეო და ფოტო მასალა. მისი სხეული ერთი საუკუნის შემდეგ უხრწნელი აღმოჩნდა. ფილმი მომზადებულია მარია ადამაშვილის საავტორო სატელევიზიო პროექტის – “ექპოქა და ადამიანი” ფარგლებში.
რაც შეეხება ფესტივალს, “წმინდა ანდრიას ჯვარი” წელს უკვე მეათედ ტარდება.
სულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 15 ფილმი. მათ შორის აზერბაიჯანელი, თურქი, უკრაინელი დაა პოლონელი რეჟისორების ნამუშევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები