მიხეილ გიორგაძე “თბილისობა 2015”- ს დაესწრო

17 ოქტომბერს, რიყის პარკში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად, „თბილისობა 2015“-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრო და კულინარიის ფესტივალი მოინახულა.
კულინარიის ფესტივალი წელს პირველად იმართება. 17 და 18 ოქტომბერს, რიყის პარკში მისული სტუმრები დააგემოვნებენ როგორც ქართულ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ კერძებს და დაესწრებიან საინტერესო სანახაობას საუკეთესო შეფ-მზარეულების მონაწილეობით. რიყის პარკის შადრევანთან გაიმართება ღვინის ფესტივალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები