მოზარდმაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება

17 და 18 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა. 2011 წლის „დურუჯის“ გამარჯვებული და წლევანდელი „ დურუჯის“ ნომინანტის, რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი „ დაბადების დღე“ ყველაზე პატარა მაყურებლისთვისაა განკუთვნილი.
კამერული ხასიათის სპექტაკლში ოთხი მსახიობი მონაწილეობს: ანი ზამბახიძე, ნიკა ფაიქრიძე, ნიკა ნანიტაშვილი და გიორგი ჯიქურიძე. „დაბადების დღე“ ნიკოლოზ საბაშვილის მიერ გამოგონილი ამბავია გოგონაზე, რომელსაც ყოველ დაბადების დღეს ერთი სურვილი უსრულდება. რეჟისორი სტერეოტიპს არღვევს და მფარველ ანგელოზად მამაკაცი გამოჰყავს, რომელიც გოგონას ჯადოსნურ ტორტს ჩუქნის. სპექტაკლი საგანმანათლებლო ხასიათსაც ატარებს. მასში გამოყენებულია როგორც ქართული, ასევე ინგლისურენოვანი ტექსტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები