goEast-ი საკონკურსო პროგრამისთვის ფილმების რეგისტრაციას იწყებს
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პარტნიორი, goEast-ი ვისბადენის კინოფესტივალი 2016 წლის საკონკურსო პროგრამისთის ფილმების რეგისტრაციას იწყებს. მხატვრული ფილმის ქრონომეტრაჟი განსაზღვრულია 70 წუთით, ხოლო დოკუმენტური ფილმების – 30 წუთით და მეტით. ფესტივალზე წარდგენილი უნდა იყოს სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2015 წლის 31 დეკემბერია.
goEast-ის საერთაშორისო კინოფესტივალი გერმანიის ქალაქ ვისბადენში 2001 წლიდან იმართება. ფესტივალის ფოკუსში აღმოსავლეთ ევროპული ფილმებია მოქცეული. ფესტივალი გერმანული კინოს ინსტიტუტის მხარდაჭერით ტარდება. 2016 წლის ფესტივალის ფარგლებში საუკეთესო ფილმს, “ოქროს შროშანთან” ერთად, ფულადი ჯილდო 10,000 ევროც გადაეცემა. საუკეთესო რეჟისორს კი – “ვერცხლის შროშანი” და 7,500 ევრო.