16+ სპექტაკლის პრემიერა თოჯინების თეატრში

უფროსი ასაკის მაყურებლისთვის განკუთვნილი თოჯინების თეატრის პირველი სპექტაკლის – „ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“ პრემიერა ხვალ, 17 ოქტომბერს, 20:00 საათზე მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში“ გაიმართება.
რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული სპექტაკლი – სოციალურ თემებზეა შექმნილი. უფროსი ასაკის მაყურებელს რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი საზღვარგარეთ ემიგრანტთა მძიმე ყოფას, ბულინგის პრობლემას ბავშვებსა და მოზარდებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების “სანახევრო არსებობას” საზოგადოებაში და ფემიციდს – ძალადობას თოჯინებისა და მსახიობების მეშვეობით აჩვენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები