არა გულერის გამოფენა ეროვნულ გალერეაში
დღეს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თურქეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გიწვევთ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში თურქი ფოტოჟურნალისტის, არა გულერის პერსონალური გამოფენის გახსნაზე.
არა გულერი, რომელსაც „სტამბოლის თვალი“ შეარქვეს, არის სტამბოლელი, სომხური წარმოშობის თურქი ფოტოჟურნალისტი. ის გაიზარდა ხელოვანი მეგობრების წრეში, რის გამოც ბევრი თეატრალური და დრამატული ნამუშევარი შექმნა, მოგვიანებით კი ჟურნალისტობის წყურვილმა აიძულა, მთლიანად მიეტოვებინა კინოხელოვნება. ფოტოგრაფის რანგში კარიერა დაიწყო იმ დროისათვის მსოფლიოში წამყვან ჟურნალებთან თანამშრომლობით. სწორედ მაშინ გაიცნო უდიდესი ხელოვანი ანრი კარტიე-ბრესონი, რომელმაც „მაგნუმფოტოში“ სამუშაოდ მიიწვია. დღეს არა გულერი არა მარტო მაგნუმის, არამედ ამერიკის ჟურნალების ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრია. არა გულერმა სხავადასხვა წელს არაერთი ჯილდო მიიღო კულტურაში შეტანილი წვლილისთვის. გამოფენა 2015 წლის 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.