ფესტივალ „ოქროს თვალის“ ფარგლებში სამაუწყებლო ტექნიკის მეორე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება

16-18 ოქტომბერს, 11:00 საათზე სამაუწყებლო ტექნიკის მეორე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის მიერაა ორგანიზებული.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ტექნიკის ლიდერი მწარმოებელი კომპანიები (SONY, Panasonic, Canon, Fujifilm,Arri Camera, Arri Lighting, Angenieux,Avid, DJI, Ross Video ა.შ.).
ღონისძიების ფარგლებში 16 ოქტომბერს, 13:00 საათზე მასტერკლასს ჩაატარებს ექსპერტი ჰოლივუდიდან, ბატონი ჰირო ნარიტა (ამერიკის კინოაკადემიის წევრი, ემის 3 გზის ნომინანტი).
მასტერკლასის თემაა: „გონებისა და შუქის ზღვარი – ურთიერთკავშირი ეკრანზე გამოსახულსა და შესაძლოს შორის“.
16 ოქტომბერს, 16:30 საათზე აგრეთვე, დაგეგმილია საქართველოს ტელეოპერატორთა გილდიის პრეზენტაცია. გამოფენის ფარგლებში DJI Phantom 3 Standard და DJI Phantom 3 Advanced გათამაშება, სადაც მონაწილეობას გამოფენის ყველა სტუმარი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები