პროექტი: „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს დანაშაულის პრევენციის ცენტრთან ერთად იწყებს
დღეს, 13:00 საათზე, მედიაციის სახლში ეროვნულ კინოცენტრსა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის თანახმად პროექტი „კინო სკოლაში” ახალ სეზონს დანაშაულის პრევენციის ცენტთან ერთად დაიწყებს.
პროექტი გულისხმობს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარების, მათ შორის დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანებისთვის კინოჩვენებების მოწყობას. პირველ ეტაპზე დაგეგმილია სულ 10 კინოჩვენება, რომელსაც 25 მოსწავლე დაესწრება, ჩვენებების შემდეგ კი ისინი ტრადიციულად დისკუსიებში ჩაერთვებიან. კინოჩვენებები 16 ოქტომბრიდან დაიწყება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ბავშვთა უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ჩვენებები მედიისთვის დახურული იქნება. კინოჩვენებების პროგრამა კინომცოდნეების, ფსიქოლოგების, განათლების ექსპერტების დახმარებით შეირჩა და იგი ითვალისწინებს მოზარდებისთვის როგორც კლასიკური ნამუშევრების, ასევე წარმატებული თანამედროვე ქართული ფილმების ჩვენებას. დისკუსიები კი მოზარდების კინოგანათლებას და კრიტიკული აზოვნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.