კლასიკური გიტარის შემსრულებელთა I საერთაშორისო კონკურსი გაიმართება

დღეს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კლასიკური გიტარის შემსრულებელთა I საერთაშორისო კონკურსის დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსპიკერი თამთა გაზაშვილი, კონკურსის ორგანიზატორი ნინო ჯანჯღავა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე. კლასიკური გიტარის შემსრულებელთა I საერთაშორისო კონკურსის საინფორმაციო მხარდაჭერას „კვირა“ უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები