ქეთი გოკიელის ნამუშევრები გალერეა „ბაიაში“ გამოიფინება
ხელოვანი ქეთი გოკიელი საკუთარ ნამუშევრებს ერთი დღით გალერეა „ბაიაში“ გამოფენს. პერსონალური გამოფენა 18 ოქტომბერს გაიხსნება. ქეთი გოკიელი 1988 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში, მან გააფორმა გოდერძი ჩოხელის სამი ფილმი: „ლუკას სახარება“, „სამოთხის გვრიტები“ და „სიყვარულის ცეცხლი“. ქეთი გოკიელი ბატიკის ტექნიკაში აბრეშუმზე მუშაობს.