ზურაბ წერეთლის ახალი ქანდაკება მოსკოვის ცენტრში დაიდგმება
რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ხელოვანის, ზურაბ წერეთლის ახალი ნამუშევარი მოსკოვის ცენტრში დაიდგმება. ბაუმანის მე-7 დივიზიის უკვდავსაყოფად მონუმენტი რაზგულიაის მოედანზე აღიმართება. მეორე მსოფლიო ომში ფორმირებული ამბოხებულთა დივიზია ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოდა.