მსოფლიოს ბაზარზე Bebbo ქართულ ჩითს გაიტანს

 

ბიზნესიდეა, რომელსაც 20 წლის ზუკა ალავიძე ახორციელებს, ქართული ჩითის მსოფლიო ბაზარზე გატანას გულისხმობს. „კვირა“ პროექტის ავტორს დაუკავშირდა და დეტალებზე ესაუბრა.

– ზუკა ალავიძეს წარმატების გზა… მოგვიყევი Bebbo-ს შესახებ…12165648_1148894675139139_1880170726_n
– Bebbo  არის პროექტი, რომელიც ცდილობს, ქართული ჩითი გააცნოს მსოფლიოს. იდეა დიდხანს არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ახლა შევძელი მისი გაცოცხლება. ვქმნით ჩითებს, ერთი „ტვისტით“, მომხმარებელს შეეძლება მისთვის სასურველი ფერის და დიზაინის არჩევა ჩვენს საიტზე, რომელიც დაფინანსების შემთვევაში აეწყობა/ამუშავდება.
– კონკრეტულად რომელი ქვეყნებისთვის იქნება შენი პროდუქცია ხელმისაწვდომი?
– პროდუქტის შეძენა შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, ჩრდილოეთ კორეას ჩათვლით, ჩვენი ონლაინპლატფორმის გამოყენებით.
– როგორ ხდება პროექტის განხორციელება?
– პროექტი ამჟამად ატვირთულია Kickstarter-ის პლატფორმაზე. ეს არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევს, ვიდეოპრეზენტაციის სახით წარადგინო შენი პროექტი. პროექტის ავტორი ირჩევს სასურველ თანხას, რისი შეგროვებაც სურს. თუ პროექტმა ხალხის ინტერესი დაიმსახურა, რიცხავენ მათთვის სასურველ თანხას. პროექტის სრულად დაფინანსების შემდეგ ისინი სანაცვლოდ მიიღებენ Bebbo-ს. იმ შემთხვევაში, თუ პროექტმა ვერ მიაღწია სასურველ თანხას, მათ მიერ ჩარიცხული თანხა უკან უბრუნდებათ.
– როგორ იქმნება Bebbo-ს პროდუქცია, ფერები, დიზაინი და ა.შ.
– Bebbo, ისევე როგორც ყველა ტრადიციული ჩითი, იქმნება შალისგან და იღებება ნატურალური მეთოდებით. ჩვენი მთავარი მიზანია ქართული ტრადიციების შენარჩუნება და მათი პოპულარიზაცია. შესაბამისად, მომხმარებელს არჩევანი ექნება მხოლოდ ტრადიციულ ფერებს და დიზაინებს შორის.
12083907_1148894671805806_1694936898_n როგორ ფიქრობ, რამდენად აქვს წარმატების შანსი Bebbo-ს ქართულ-ტრადიციულ ჩითს საზღვარგარეთ?
– ბევრი უცხოელი მეგობრისთვის მიჩუქნია ჩითი.  ჩითისადმი მათმა სიმპათიამ დამაწყებინა ამ პროექტზე ფიქრი. დიდი იმედი მაქვს, რომ პროექტი წარმატებული იქნება, მივაღწევთ სასურველ თანხას დარჩენილ 18 დღეში და გავაცნობთ მსოფლიოს ქართულ სითბოს.

 

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები