ისტორიის მუზეუმში გამოფენა: „უდაბნო, ქვები, ქალაქები“ გაიხსნება
15 ოქტომბერს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას: ,,უდაბნო, ქვები, ქალაქები”.
პროექტში მონაწილეობას ალექსეი დმიტრიევი (ალთაი), მამუკა ცეცხლაძე (საქართველო), ანატოლი შმუელ შელესტი (ისრაელი) მიიღებენ. აღნიშნული საერთაშორისო გამოფენა ატარებს გაცვლით ხასიათს და მისი ორგანიზატორია გალერეა „სკიცა” იერუსალიმში. პროექტის ფარგლებში 2015 წელს გალერეამ იერუსალიმში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით უკვე მოაწყო გამოფენა ქართველი მხატვრების ლია შველიძისა და მამუკა ცეცხლაძის მონაწილეობით.