ეროვნულ გალერეაში გამოფენა – „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გაიხსნა
ეროვნულ გალერეაში, ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტის დედნები და ფოტორეპროდუქციები, რომლებიც ეროვნულ არქივშია დაცული. გამოფენაზე წარმოდგენილი საარქივო მასალების ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია და ის 1918-1921 წლის ისტორიის ამსახველ დოკუმენტაციას მოიცავს. გამოფენა „თი-ბი-სი“ ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და ეროვნული გალერეა 31 ოქტომბრამდე დარჩება. ნოემბერში კი ის რეგიონებში გადაინაცვლებს და ბათუმისა და ქუთაისის დამთვალიერებელიც ნახავს.