თბილისის ჩასაბერ საკრავთა მე-7 ფესტივალი გაიმართება

დღეს თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი იწყება. კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსოფლიოში ცნობილ ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს მოუსმენენ. ფესტივალის ფარგლებში ქერსთენ მაქქოლი, აგათა-იგრას-სავიცკა, გიორგი გვანცელაძე, ზურაბ გვანცელაძე, პაოლო ბელტრაიმი, ბარბარა ბოროვიჩი, ლევან ცხადაძე, ემი ჰარმანი, შმავონ გრიგორიანი, ფელიქს დევრო კონსერვატორიის გარდა საღამოებს „თი-ბი-სი ბანკის“ გალერეაში გამართავენ. თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი ტრადიციულად მასტერკლასებსაც მოიცავს, რომელსაც მოწვეული მუსიკოსები კონსერვატორიისა და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისათვის ყოველდღიურად გამართავენ. ფესტივალი 13-დან 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები